აკუნინი ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება: წყეულიმც იყავთ, ვამპირებო!

 ცნობილი მწერალი გიორგი ჩხარტიშვილი, რომელსაც საზოგადოება ბორის აკუნინის სახელით იცნობს,  ნემცოვის მკვლელობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ერთ-ერთი ყველაზე „ცოცხალი“ ადამიანი, ვინც კი ოდესმე მინახავს და, ყველაზე უშიშარი. ნათელში იყოს მისი ხსოვნა. თქვენ კი, წყეულიმც იყავთ, ვამპირებო! „- წერს მწერალი ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ  შაბათს საღამოს, მოსკოვის ცენტრში რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 55 წლის პოლიტიკოსს ოთხჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობებისაგან რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  ამჟამად ტრაგედიის დეტალების დადგენა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ბორის ნემცოვი ქალაქის ცენტრში, ე.წ. ვასილიევსკის აღმართზე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები