სასწრაფოდ: მოსკოვში ბორის ნემცოვი მოკლეს

ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს საღამოს, მოსკოვის ცენტრში რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 55 წლის პოლიტიკოსს ოთხჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობებისაგან რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  ამჟამად ტრაგედიის დეტალების დადგენა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ბორის ნემცოვი ქალაქის ცენტრში, ე.წ. ვასილიევსკის აღმართზე მოკლეს.
წყარო: ntv.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები