ყირიმის 7 მაცხოვრებელს “ღორის გრიპი” დაუდგინდა

ყირიმის „როსპოტრებნადზორმა“ ყირიმის ნახევარკუნძულის 7 მაცხოვრებელს ვირუსი А/H1N1 დაუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევები ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით გამოვლინდა, რომელიც იმ ადამიანებისგან აიღეს, რომელთაც მედიკოსებს დახმარებისთვის მიმართეს. მათივე ცნობით, დაავადებულთა რეალური რიცხვის დადგენა შეუძლებელია.
წყარო: ria.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები