იაცენიუკი: დონბასში ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის აღსადგენად 1,5 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, განთავისუფლებული და უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული დონბასის ტერიტორიის აღდგენისთვის 1,5 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.

„ჩვენ გავაანალიზეთ უკრაინის დანაკარგები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ცენტრალური ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ჩვენ მოვიწვიეთ USAID-ი, მათ გამოკვლევა ჩაატარეს.1,5 მილიარდი აშშ დოლარი ეს ის თანხაა, რომელიც იმ რეგიონების აღსადგენადაა საჭირო“, – განაცხადა იაცენიუკმა ცენტრალური ტელე-არხის ეთერში.

პრემიერის სიტყვებით, ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგები განპირობებულია იმით, რომ ტერორისტებმა გაანადგურეს და ახლაც განაგრძობენ ინფრასტრუქტურის განადგურებას.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები