ობამა და ტუსკი 9 მარტს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრებენ

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 9 მარტს თეთრ სახლში ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა. „ობამა და ტუსკი საკითხების ფართო წრეზე იმსჯელებენ. ისინი განიხილავენ უკრაინაში არსებულ ვითარებას, ასევე ეკონომიკური ზრდის, ტრანსატლანტიკურ სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, კლიმატის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები