ემირატები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინასთან შეთანხმებას უარყოფს

არაბეთის ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტრო იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინასთან შეთანხმებას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური სამხედრო საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფარის ალ მაზრუის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და უკრაინის რესპუბლიკას შორის გაფორმებული სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებას არ მოიცავს“, – განაცხადა მაზრუიმ.

შეგახსენებთ, გამოცემა „უნიანმა“ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინა და გაერთიანებული ემირატები შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მიწოდების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები