რუსეთმა ყირიმის სამხედრო სტრატეგიული ობიექტები დაიკავა

  რუსეთის სამხედრო ძალებმა ყირიმის სამხედრო სტრატეგიული ობიექტების უმრავლესობა დაიკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბოლო საათების განმავლობაში დაიბლოკა ქერჩის ზღვაში მყოფი სასაზღვრო რაზმი, დაძაბული ვითარება იყო ბალაკლავას რაზმში. ზოგადად, უკრაინის საზღვაო ფლოტში მდგომარეობა დაძაბულია. ყირიმე;ი სამხედროების განცხადებით, მთავარი და ერთადერთი სწორი ტაქტიკაა ის, რომ არ მოახდინონ რუსი სამხედროების პროვოცირება. თუმცა, მათი თქმით, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ისინი მუდამ მზად არიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები