აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი: სომხეთში გადატრიალება მზადდება

აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი პოლ გრეიგ რობერთსი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის სომხეთში ვიზიტის მთავარი მიზეზი ის არის, რომ იქ სახელმწიფო გადატრიალდება მზადდება. რობერთსის განცხადებით, სომხეთში მოვლენები იგივე სცენარით განვითარდება, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. აშშ-ს სურს, რომ სომხეთის სახით კიდევ ერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა ჰყავდეს პარტნიორად. “ასე მუშაობს ვაშინგტონი, მისი შემდეგომი სამიზნე ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთია. ამგვარ გადატრიალებებს ისინი დემოკრატიულ რევოლუციებს ეძახიან”,- განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები