სირიის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქების შედეგად, მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დამასკოდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე “ბილიალის” მეჩეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. აღნიშნული ტერიტორიის უმეტეს ნაწილს “ჯებხატ ან-ნუსრის” ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს. პასუხისმგებლობა მომხდარზე სწორედ მათ დაეკისრათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები