ავღანეთში სპეცოპერაციის შედეგად მინიმუმ 12 ტერორისტი ლიკვიდირებულია
ავღანეთში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა მინიმუმ 12 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს. სპეცოპერაცია ბადახშანის რაიონში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არიან დაშავებულებიც. აღსანიშნავია, რომ მოკლულ „ბოევიკეს“ შორის 5 უცხოელი იყო. “თალიბანის” ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.