დებალცევოდან 200-მდე გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გამოიტანეს

დებალცევოდან მოხალისეებმა 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გამოიტანეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დებალცევოში ჯერ კიდევ არის გარდაცვლილი სამხედროების ცხედრები, თუმცა მათი უმეტესობის ამოცნობა საკმაოდ რთული იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედრების გამოტანა, დებალცევოს გარდა, უგლეგორსკში, ნიკიშინოში და ჩერნოუხაშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები