ფრანსუა ოლანდმა სირიის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს დიქტატორი უწოდა და ის ფრანგი პარლამენტარები დაგმო, ვინც მას შეხვდნენ.
“ფრანგი პარლამენტარები, რომლებმაც სირიის პრზიდენტთან შეხვედრა გამართეს, თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ. მე ვგმობ ამ შეხვედრას. სირის პრეზიდენტი ეს არის დიქტატორი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი სამოქალაქო ომის ორგანიზატორია. ომისა, რომლის დროსაც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა”,-განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები