ხოდორკოვსკი: პუტინი „შიშველი მეფეა“ და არა ძლიერი ლიდერი

პუტინი „შიშველი მეფეა“ და არა ძლიერი ლიდერი, განცხადება ამასთან დაკავშირებით, ოლიგარქმა და “იუკოსის” ყოფილმა მფლობელმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ ლონდონში ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა.
მისი განცხადებით, რუსეთს თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული სახელმწიფო გახდეს, თუმცა რეალობა ის არის, რომ “ავადმყოფი იმპერატორის სასთუმალთან ყოფნა” ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ამით არა მარტო რუსეთში მცხოვრები ადამიანები, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც დაზარალდება. ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, ხოდორკოვსკიმ ასევე განაცხადა, რომ საინფორმაციო ომი, რომელიც პუტინის მხარდასაჭერად მიმდინარეობს, უშედეგოა.
“კრემლის დიდი ძალისხმევისა და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც რუსული მედიასაშუალებებით მიმდინარეობს, პუტინი ვერადროს გახდება “სუპერმენი”. დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერც გმირის სახელით შევა ისტორიაში. რა თქმა უნდა, ტელევიზიით მას შეუძლია ებრძოლოს დათვებს, იფრინოს და ინადიროს ვეფხვებთან, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი მითია. პუტინი „შიშველი მეფეა“ და არა ძლიერი ლიდერი”,- განაცხადა ხადარკოვსკიმ.
აღსანიშნავია, რომ “იუკოსის” ყოფილი მფლობელი გადასახადების დაფარვის ბრალდებით, 2003 წელს დააკავეს. პოლიტიკურ-ექსპერტთა უმრავლესობა დღესაც დარწმუნებულია, მისთვის წაყენებული ბრალდებები გამოგონილი იყო და ყველაფერი ოლიგარქის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდა. ხოდორკოვსკის “პუტინის პირად პატიმარსაც“ კი უწოდებდნენ. ხოდორკოვსკიმ პატიმრობაში 10 წელიწადი დაჰყო. საბოლოოდ ის რუსეთის პრეზიდენტის შეწყალებით განთავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები