აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცეს

აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცეს. ამის შესახებ ინიციატივა აშშ-ს კონგრესში „რესპუბლიკელმა“ მაკ თორნბერმა და „დემოკრატმა“ ადამ სმიტმა წამოაყენეს.
“იტარ.ტასის”ინფორმაციით, აშშ-ს სენატორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესძლებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტი უკვე მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები