უკრაინაში, ეროვნულ ბანკთან მომხდარ ინციდენტს ეკა ზღულაძე გამოიძიებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, კიევში, ეროვნული ბანკის შენობასთან მომხდარი ინციდენტის დროს, სამართალდამცველების ქმედების გამო უკრაინელებს ბოდიშს უხდის. მისი განცხადებით, ინციდენტის გამოძიების მიზნით შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელსაც შს მინისტრის ორი მოადგილე – ეკა ზღულაძე და სერგეი იაროვი უხელმძღვანელებენ.
“ბოდიშს ვიხდი ეროვნული ბანკის შენობასთან მომხდარი ინციდენტისა და პოლიციელების არაპროფესიონალიზმის გამო. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით დავიწყეთ, შედეგები კი 48 საათის განმავლობაში განსაჯაროვდება. კომისიას შსს მინისტრის ორი მოადგილე – ეკა ზღულაძე და სერგეი იაროვი უხელმძღვანელებენ”,- განაცხადა ავაკომმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის შენობასთან მომხდარი დემონსტრაცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი. დემონსტრანტების კარვები ბულდოზერებით აიღეს. გამოყენებული იყო ხელკეტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები