უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 77-ე დღეა შიმშილობს

უკრაინელი დეპუტატი და მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 77 დღეა შიმშილობს. ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილმა ხელმძღვანელმა მუსტაფა ჯემილევმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა და, შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით, წერილითაც მიმართა. სავჩენკომ მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ თავად ჯემილევი საბჭოთა ციხეში 303 დღის მანძილზე შიმშილობდა. შესაბამისად, შეჩერებას არც ის აპირებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირმა რუსეთის მთავრობას უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს სასწრაფოდ განთავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა რუსეთის მთავრობას მფრინავის განთავისუფლების გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები