ათენში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქცია მთავრობის წინააღმდეგ მოეწყო. დემონსტრანტები ახალი ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციფრასმა ევროკავშირს საბერძნეთის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ახალი გეგმა წარუდგინა, რის შემდეგად ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საბერძნეთს ოთხი თვით ფინანსური დახმარება გაუწიოს, ამავე დროით გადავადდა საბერძნეთის დავალიანებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები