პუტინი უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში აჯანყებებს ამზადებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში აჯანყებებს ამზადებს. უკრაინის რადის დეპუტატის იური ლუცენკოს განცხადებით, აჯანყებები მარტსა და აპრილში მოეწყობა, თუმცა ლუცენკომ ასევე განაცხადა, რომ თუ კიევი მთავარ ქალაქებში ამბოხების თავიდან აცილებას შეძლებს, მაშინ რუსეთი დონბასში მასშტაბურ სამხედრო კამპანიას დაიწყებს. ლუცენკოს განცხადებით, საჭიროა, რომ უკრაინის მთავრობამ ჯანსაღად აღიქვას კრიტიკა და ეს სასიკეთოდ გამოიყენოს-გააუმჯობესოს ის სფეროები, რომლებიც დღეს კრიტიკის საგანია.