უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: უკანასკნელ ორ დღეში დებალცევოდან 15 მებრძოლის ცხედარი გამოვიტანეთ
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში დებალცევოდან ბრძოლისას დაღუპულთა 15 ცხედარია გამოტანილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პეტრე მეხედმა განაცხადა.
„ჩვენ ამ ცხედრების იდენტიფიცირება არ შეგვიძლია, რადგან ისინი დნეპროპეტროვსკშია. ისინი შეიძლება უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნაციონალური გვარდიის ან სეპარატისტების წარმომადგენლების იყოს. რადგან როცა დაღუპულების ცხედრების პოვნის დავალებას ვასრულებთ, ჩვენ ყველა მოგვაქვს, რომელთა წაღებაც მეორე მხარემ დროულად ვერ მოახერხა“ – განაცხადა მეხედმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა ცხედარი, რომელთა წამოღებაც შეიძებოდა, დებალცევოდან უკვე გამოტანილია. „თუკი ვინმესთვის ცნობილია კონკრეტული შემთხვევა, როცა მეთაურმა დაღუპული მებრძოლის ცხედრის გამოტანის ყველა შესაძლობლობა არ გამოიყენა – ამის შესახებ აუცილებლად უნდა გვაცნობონ და თავდაცვის სამინისტრო სამსახურებრივ გამოძიებას ჩაატარებს“ – ხაზი გაუსვა მინისტრის მოადგილემ.
წყარო: unian.net