კუჩმა: პუტინი უკრაინას გაქრობით დაემუქრა

უკრაინის მეორე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გაზეთ „გოლოს უკრაინი“-სთან ინტერვიუსას ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინისადმი წაყენებული ულტიმატუმის შესახებ ისაუბრა.

კუჩმას განცხადების თანახმად, პუტინის ულტიმატუმი რუსეთის შემოთავაზებული მოთხოვნების უპირობო შესრულებას მოითხოვს. ულტიმატუმის თანახმად, უკრაინა რუსეთის მოთხოვნას უნდა დათანხმდეს და შეიარაღებული წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო – თავის არსებობას შეწყვეტს. ვლადიმერ პუტინმა ღიად დააფიქსირა, რომ შეჩერებას არ აპირებს. დანაკარგები და დანახარჯები მას არ აშინებს.
შეგახსენებთ ლეონიდ კუჩმა დონბასის საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში – უკრაინის წარმომადგენელია.
წყარო: viche.net.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები