ნატო გაფრთხილებას იძლევა: პუტინის შემდეგი სამიზნე მოლდოვა გახლავთ (ვიდეო)

ევროპაში ნატოს სამხედრო ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი გაფრთხილებას აკეთებს, რომლის თანახმად, თუკი რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ, მაშინ პრო-რუსული დნესტრისპირეთის მეომრები მოლდოვას შეუტევენ. შემდეგი სამიზნე, რომელიც რუსეთმა შეჭრისთვის შეიძლება აირჩიოს – მოლდოვა გახდება. ამის შესახებ გაფრთხილება ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ვაშინგტონში გამოსვლისას გააკეთა. ამ ინფორმაციას „Joinfo.ua“ უცხოურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს. “რუსეთის არმია დნესტრისპირეთში იმისთვის იმყოფება, რომ მოლდოვა დასავლეთთან შესაძლო დაახლოებისგან შეაკავოს. მე შორს ვარ იმ აზრებისგან, რომ ჩვენ შორის ვინმე დარწმუნებულია, რომ პუტინი უკრაინაში თავის მიზნების მიღწევაზე შეჩერდება“, – აღნიშნა ბრიდლავმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში შესაძლო დესტაბილაზაციაზე გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმაც გააკეთა. „თუკი რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, მაშინ ხვალ მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში დესტაბილიზაციას ვიხილავთ“ – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. წყარო: Joinfo.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები