“დსრ”-ს მხარდამჭერი დევნილი სატელეფონო საუბარში რუსეთის დამოკიდებულებას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს (ვიდეო)
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა მარკიან ლუბკივსკიმ ფეისბუქზე არსებულ თავის გვერდზე ე.წ. დსრ-ის მებრძოლის და მოსკოვში გადასახლებული მისი დის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის ჩაწერაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოახერხა.
ამ ინფორმაციას Joinfo.ua სოციალურ ქსელში ლუბკივსკის გამოქვეყნებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბრისას პრორუსი სეპარატისტის დევნილი წუხილს გამოთქვამს, რომ რუსეთში ისე არ შეხვდნენ, რისი მოლოდინიც მას ჰქონდა. მისი სიტყვებით, მას ნახევარი წელიწადი ციმბირში გაატარებინეს, შემდეგ კი მოსკოვში გადაბარგდა. აღმოჩნდა, რომ რუსეთში მათ დონეცკელ მოყვარულებს არც საცხოვრებელი პირობებით და არც სამსახურით არ უზრუნველყოფდნენ.
უკრაინიდან რუსეთში გაქცეულ დევნილს პასპორტიც ჩამოართვეს და სანაცვლოდ მას დევნილის მოწმობა გადაეცა. „ბოევიკის“ და რუსეთში არსებულ სიტუაციას უცენზურო ტექსტით მოიხენიებს და აცხადებს, რომ რუსული მხარის შემოთავაზებული პირობებით რუსეთში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია.
წყარო: Joinfo.ua