რუსი მომღერალი ანდრეი მაკარევიჩი შესაძლოა, უკრაინაში სიმღერისთვის დასაჯონ

ცნობილ რუს მომღერალს, ანდრეი მაკარევიჩს შესაძლოა, “სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის” მიღებული ჯილდო ჩამოართვან, განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი რუსეთის” წევრმა ევგენი ფიოდოროვმა გააკეთა. მაკარევიჩისთვის აღნიშნული ჯილდოს ჩამორთმევის მიზეზი ის გახდა, რომ 8 მარტთან დაკავშირებით ის უკრაინაში გამგზავრებას და კონცერტის გამართვას გეგმავს.
“არტისტები იქ მიემგზავრებიან, სადაც მათ იწვევენ. დამოუკიდებლად არავინ არსად მიდის. ჩვენ მიგვიწვიეს კიევში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში. იმედი მაქვს, რომ კონცერტები კარგად ჩაივლის. პროგრამას, რომლის წარდგენასაც ჩვენ ვაპირებთ LOVE ეწოდება და ის სიყვარულზეა. პროგრამას უკრაინელ მანდილოსნებს ვუძღვნით” ,- განაცხადა მაკარევიჩმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში კონცერტები 6-დან 10 მარტამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები