ბრიტანეთის პრინცი უილიამი იაპონიას ეწვია

ბრიტანეთის მომავალი მეფე იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტოკიოში მას ასობით ადამიანი შეეგება. ბრიტანეთი იაპონიასთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას გეგმავს და პრინცის ვიზიტიც სწორედ ამ ფაქტს ემსახურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიაში სტუმრობისას, პრინცი უილიამი რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ის 2011 წელს, მომხდარი ცუნამის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებს მოინახულებს და ცვლილებებით დაინტერესდება. გარდა ამისა, პრინცი უილიამი იმ ადამიანებსაც შეხვდება, ვინც ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიაში პრინცი მისი მეუღლის, ქეთრინ მიდლტონის გარეშე იმყოფებოდა. მიდლტონი ფეხმძიმედაა. ექიმებმა მას ხანგრძლივი ფრენისგან თავშეკავება ურჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები