ქაბულში ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დეაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. „კამიკაძე“ ტერორისტმა თურქეთის საელჩოს კუთვნილ მანქანას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა თურქი ჯარისკაცი და ტერაქტის ორგანიზატორი. ქაბულში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ნოემბერში ტერორისტები ბრიტანეთის საელჩოს კურნილ მანქანასაც დაესხნენ თავს, შემთხვევა მაშინაც მსხვერპლით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები