ეგვიპტის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ერთი ადამიანი, 5 კი მძიმედ დაშავდა. დაზიანებულია სიახლოვეს მდებარე მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. ტერაქტი „კამიკაძე“ ტერორისტის მიერ იყო ორგანიზებული. ასაფეთქებელი მოწყობილობა მან ავტომობილში დაამონტაჟა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები