ბელგრადში გამართულ გამოფენაზე აფხაზური სიმბოლიკის დაბლოკვას დე ფაქტო “საგარეო უწყება” აპროტესტებს

ბელგრადში გამართულ ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაზე Sajam Fair- ის ადმინისტრაციამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მონაწილეობა მათი ე.წ სიმბოლიკით არ დაუშვა.
ოკუპირებული აფხაზეთი აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და მის ე.წ. ევროპელ მომხრეებს აფხაზეთის, როგორც რესპუბლიკის სტატუსის გააუფასურება სურთ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აცხადებს, რომ ისინი აქტიურად განაგრძობენ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და მათ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროში მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები