დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობას გეგმავს

ცნობილმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის უკვე ემზადება, რადგანაც აშშ-ს სხვადასხვა შტატში ის ქვეყნის პოლიტიკოსებთან რიგ შეხვედრებს უკვე მართავს. გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმიტომ აპირებს, რომ აშშ სერიოზულ გასაჭირშია. “ფიქრობენ, თითქოს ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიხუმრო, ან კიდევ სარგებელი მოვუტანო ჩემს ბიზნესს. თუმცა, ეს ასე არ არის. მე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა სერიოზულ გასაჭირშია”, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები