უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

 უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მობილიზიაცია უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ სიუმარმა განაცხადა.
“ამ დროის მდგომარეობით, სამხედრო ნაწილები ყველა საჭირო აღჭურვილობით ფაქტიურად უზრუნველყოფილი არიან, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან. ამჟამად შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სწავლებები ტარდება, – განაცხადა სიუმარმა. მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე შაბათს საღამოს მიიღეს, ხოლო მოგვიანებით საკითხი რადას სხდომაზე გაიტანეს.
რადას სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა 1 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო. განკარგულებაში ნათქვამია, რომ გაძლიერდება სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ატომური ელექტროსადგურების დაცვაც.
„მე გავეცი უკრაინის არმიის მობილიზაციის ბრძანება, რადგან არსებობს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის პოტენციური საფრთხე. გაძლიერდება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაცვა, მათ შორის: ბირთვული ელექტროსადგურების, აეროპორტების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტების, – აღნიშნა ტურჩინოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები