რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, შაბათს შეუწყვიტოს

რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, შაბათს შეუწყვიტოს. “ლიგა. ნეტ“-ის ინფორმაციით, „გაზპრომის“ დირექტორმა ალექსანდრე მილერმა „ნაფტოგაზის“ დირექტორს ანდრეი კობალევს წერილი მისწერა, რომლის თანახმადაც რუსეთი უკრაინას წინასწარი გადახდის გარეშე ბუნებრივ აირს არ მიაწოდებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ „გაზპრომმა“ „ნეფტოგაზს“ ოფიციალურად მოსთხოვა, მათ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის “დონბასისთვის” ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უარი განაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები