საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ფილმის ,,გაღმა ნაპირი” ჩვენებები გაიმართა

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ფილმის ,,გაღმა ნაპირი” ჩვენებები გაიმართა.
ჩვენებას, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და სამთო მომზადების სკოლის პირად შემადგენლობასთან ერთად, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი თამარ მესხი დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ მათ სამხედრო მოსამსახურეების კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში ფილმების ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები