ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

 ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის ხალხთა ასამბლეის ინიციატივას, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მხარი დაუჭირა. არჩევნები 2015 წლის 26 აპრილს გაიმართება. ნაზარბაევმა აღნიშნულ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ნაზარბაევი ყაზახეთის სათავეში 1989 წლიდან, თავდაპირველად ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში იმყოფება. წყარო: oxu.az

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები