უკრაინის არმიამ შიროკინოსთან პრორუსი სეპარატისტების საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურა

უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში, სოფელ შიროკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე პრორუსი სეპარატისტების საბძოლო მარაგების დიდი საწყობი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ზორიან შკირიანის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. შკირიანი ამჟამად „ატოს“ ზონაში იმყოფება.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს სეპარატისტებმა ტანკებისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით შიროკინოს მახლობლად „ატოს“ ძალებზე თავდასხმა ისევ განახორციელეს.

„დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ტერორისტებმა შიროკინოს მახლობლად ტანკებით და ნაღმტყორცნებით „ატოს“ ძალების პოზიციებზე შეტევა ისევ მიიტანეს. სულ ახლახან, ამ დასახლებული პუნქტის მახლობლად, ნაციონალური გვარდიის მებრძოლებმა მტრული ძალების საბრძოლო მარაგის დიდი საწყობი ზუსტი გასროლით გაანადგურეს“, – აღნიშნა შკირიაკმა.

მისივე განცხადებით, უკრაინელ მეომრებს შორის მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები