პუტინი უკრაინას 3-4 დღეში გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ავანსის გადაუხდელობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია უკრაინას 3-4 დღის შემდეგ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. შესაბამისი განცხადება პუტინმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან გამართული მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„კონტრაქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს (უკრაინაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით) „გაზპრომი“ სრულად ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს. ავანსი, რომელიც უკრაინული მხარის მიერაა გადახდილი, საკმარისი სამი-ოთხი დღის განმავლობაში გაზის მიწოდებისთვისაა. თუკი ავანსი არ იქნება, „გაზპრომი“ ამ კონტრაქტის და მისი დამატებების შესაბამისად, მიწოდებას შეაჩერებს. საგულისხმოა, რომ ამან შესაძლოა გარკვეული საფრთხე შექმნას ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ევროპაში ტრანზიტისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

გამოცემის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინულმა სახელმწიფო ენერგოჰოლდინგმა „ნეფტოგაზ უკრაინამ“ ბოლო დღეებში კონტრაქტის დარღვევით გაზის შეზღუდვით მიწოდებისთვის „გაზპრომს“ გაფრთხილება მისცა. შეტყობინებაში ასევე აღინიშნა, რომ უკრაინული მხარე სამომავლოდ კონტრაქტის პირობების ჯეროვანი შესრულების დადასტურებას ითხოვდა. შესაბამისი გარანტიის მიღებამდე კი უკრაინული მხარე ავანსის გადახდაზე უარს აცხადებდა.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები