ე.წ.სამხრეთ ოსეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში, სოფელ კვერნეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ საარტილერიო დანადგარს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. თუმცა, სამხედროებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. ოფიციალური განცხადება სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები