ორნელა მუტის იტალიის სასამართლომ 8- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცნობილ იტალიელ მომღერალს ორნელა მუტის იტალიის უზენაესმა სასამართლომ 8- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 600 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუტის ერთ-ერთ სპექტაკლში უნდა ეთამაშა, თუმცა ის თეატრში არ გამოცხადდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ სპექტაკლში მონაწილეობისათვის მას 25 ათასი ევროს ოდენობის ჰონორარი უნდა აეღო. ახლა კი 8 -თვიანი პატიმრობის ასარიდებლად 60 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დღეს, როდესაც მუტი სპექტაკლში სათამაშოდ არ გამოცხადდა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთ საქვემოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები