ყირიმში სამხედრო-საზღვაო ძალები ყველა ნაწილი უკრაინის სარდლობას ექვემდებარება

  უკრაინის არმია სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბს და სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ნაწილს სრულად აკონტროლებს. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება უკრაინის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესცენტრის ცნობით, უკრაინული ფლოტის ყველა გემი, გარდა “გეტმან საგაუდაჩნისა” მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება. გემი “გეტმან საგაუდაჩნისა” ამჟამად ნატო-ს ბაზა “სუდ-ბეიზე” იმყოფება. პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ჯგუფი სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო ცენტრში შეიჭრა, სევასტოპოლში, “კამაზში” ჩატვირთა და 200-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღის კასრი გაიტანა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ფრეგატმა რუსეთის საზღვაო ძალების დროშა აღმართა და ახლა ოდესისკენ მიემართება, ფლოტის პრესსამსახურმა არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები