საფრანგეთი: სოჭში ”დიდი რვიანის” სამიტისთვის მზადება უნდა შეწყდეს

 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი „დიდი რვიანის“ ქვეყნებს მოუწოდებს,  ივნისში სოჭში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება შეაჩერონ.  ამის შესახებ ფაბიუსმა რადიო „ევროპა-1“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ესკალაციას“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და იქვე დასძინა:
„სოჭში  სამიტისთვის მზადება მანამდე უნდა შეწყდეს, ვიდრე რუსეთი „დიდი რვანის” პრინციპებს არ დაიცავს“.
შეგახსენებთ, რომ ლორან ფაბიუსის განცხადებამდე ფრანსუა ოლანდსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უკიდურესი შეშფოთება გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები