უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობა განაახლა

  უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად მუშაობა განაახლა. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი პაველ შერემეტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, მთავრობამ 2013 წლის 21 ნოემბრის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება შეცვალა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით პროცედურა შეაჩერებული ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები