მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება თანამშრომელთა რიცხვისა და ხელფასების კლებას არ გამოიწვევს. მისი ვარაუდით, შემცირება პრემიების ხარჯზე მოხდება.
„ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე პროექტს ამზადებს და საბოლოოდ, 3 ალტერნატიული პროექტი იქნება. ჩვენ ამ პროექტებს განვიხილავთ და, სავარაუდოდ, 10-დან 12%-მდე იქნება ხარჯების შემცირების მაჩვენებელი. თანამშრომლების ხელფასები და მათი რიცხვი არ შემცირდება, ალბათ, ეს იქნება პრემიების ხარჯი და სხვა სახის დანახარჯები, მათ შორის მანქანები და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით შავლიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები