უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილის შტურმი დაიწყო

   რუსეთის არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილის შტურმი დაიწყო. როგორც “უკრაინსკაია პრავდა” იუწყება, ამის შესახებ პარტია “უდარის” წევრი დიმიტრი ბილოცერკოვეცი სოციალურ ქსელ “ფეისბუქი“ პირად გვერდზე წერს.
“რუსულმა არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 39-ე დანაყოფის შტურმი დაიწყო. ჩვენებმა შესასვლელი “ბეტეერით” ჩახერგეს და თავდაცვისთვის ემზადებიან. ჟურნალისტებს ვთხოვთ გააშუქონ ეს”, – წერს დიმიტრი ბილოცერკოვეცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები