შტაინმაიერი: მარიუპოლზე “ბოევიკების” თავდასხმა მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევა იქნება
-
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერის განცხადებით, მარიუპოლზე სეპარატისტების თავდასხმა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების აშკარად დარღვევაა. გერმანელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ამოცანას „ბოევიკების“ საომარი აქტივობის შესამცირებლად მათზე ზეწოლის გაგრძელება გახლავთ. ამ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ გერმანულ გამოცემა „Bild“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარიუპოლზე თავდასხმა მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევა იქნებოდა, ეს სამშვიდობო პრინციპებს დაარღვევდა“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ამავე დროს ჩნდება ნიშნები, რაც დაძაბულობის შესუსტებას მოწმობს. „უკვე არის პირველი ნიშნები, რასაც კონფლიქტის შესუსტება შეიძლება ვუწოდოთ. მხარეებმა საბოლოოდ ტყვეები გაცვალეს. ყველგან არა, მაგრამ ფრონტის ხაზის გადამწყვეტ წერტილებში მძიმე შეიარაღების გაწვევის ნება გამოხატეს – ეს ყველაფერი მინსკის შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ სეპარატისტებმა საომარი აქტივობა შეამცირონ. მოსკოვის ამოცანას ამ მიზნით მათზე ზეწოლის გაგრძელება წარმოადგენს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.