კიევში საგზაო მილიციის ინსპექტორები ავტომანქანაში ჩაცხრილეს

კიევში, ბროვარსკის პროსპექტზე უცნობმა პირებმა საგზაო მილიციის  ორი ინსპექტორი ჩაცხრილეს. შემთხვევა კვირას, გვიან ღამით მოხდა.  ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ნაცრისფერი ავტომანქანით მოძრაობდნენ, ისინი მილიციის საგუშაგოს მიუახლოვდნენ და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნეს. საგზაო მილიციის თანამშრომლები ადგილზე გარდაიცვალნენ. ცნობილია, რომ თავდამსხმელებმა სამართალდამცველების კუთვნილი ტაბელური იარაღი გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები