აშშ-მ უკრაინაში მონიტორების დაუყონებლივ გაგზავნა მოითხოვა

   გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა. რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა უკრაინაში საერთაშორისო მონიტორების დაუყონებლივ გაგზავნა მოითხოვა.
„უკრაინაში უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო დამკვირებლები გაეროდან და ეუთოდან. ეს საუკეთესო გზაა ფაქტების მონიტორინგისა და წარმართვისათვის. საერთაშორისო დამკვირვებელების ყირიმში შესვლა, ასევე უზრუნველყოფს რეგიონში სამხედრო ძალების მოძრაობას, მათ ქმედებებს და დაძაბულობის განმუხტვას,“ – აღნიშნა სამანტა პაუერმა.
გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში რადიკალურად განწყობილ დემონსტრანტებზე ზემოქმედებისკენ მოუწოდა.
„საჭიროა საქმეში არ ჩავრთოთ რადიკალები. ოპონენტები კიევში ამ რადიკალებს უნდა მოსცილდნენ. ქმედებებმა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ შესაძლოა მიგვიყვანოს ძალიან რთულ ვითარებამდე, რის არიდებასაც რუსეთი ცდილობს,“ – განაცხადა ჩურკინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები