რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ყოფილი აეროდრომი დაიკავეს

  უკრაინაში, ჯანკოიში რუსმა სამხედროებმა ყოფილი აეროდრომის ტერიტორია დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, აეროდრომზე ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული პირები მოძრაობენ. ასევე, აეროდრომსა და სიმფეროპოლის ბაზაზე რუსული ”კამაზები” გადაადგილდებიან. სამხედროების რაოდენობა თანდათანობით იზრდება. შეირაღებულ პირებს სამხედრო ფორმაზე საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სამხედორები თავის თავს კაზაკებს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები