ამერიკის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავს

ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონს კიევის სამხედრო დახმარების საკითხზე ოფიციალური განცახდება ჯერ  არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება ის პოლიტიკა, რასაც უკრაინასთან მიმართებაში ახორციელებს და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის გამო, პუტინის ხელისუფლება მალე იზოლაციაში აღმოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები