მარიამ ქაცარავა – კინოს რომ აკეთებ, სტატისტიკურად 50 პროცენტს თუ მოეწონა, ესეიგი კინო შედგა!

 მისი რეზიუმე ასეთია:  მუშაობდა კინოსტუდიაქართულ    ფილმშირეჟისორად. ასევე იყო მეორე რეჟისორი რეზო ჩხეიძის ახალ ფილმზემაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი.
ფილმოგრაფია:
2001 მოკლემეტრაჟიანი მხ.ფილმიორმო;
2003 მოკლემეტრაჟიანი მხ. ფილმისხვა გზა;
2004 მოკლემეტრაჟიანი მხ. ფილმირასაცა გასცემ შენია;
2006 მოკლემეტრაჟიანი მხ.ფილმი “16+”,  (რომელიც იუნესკოს პრიზიორია), 2008 დოკუმენტური ფილმი რეზო ჩხეიძეზექართული კინოს პატრიარქი; 2009 დოკ.ფილმიღირსი მამა დავით გარეჯელი”  სრულმეტრაჟიანი მხ. ფილმი ( რომელსაც ავსტრიის, მეხიკოსა და სხვა  მრავალი ქვეყნის კინო-ფესტივალები აქვს მოვლილი.)
2014 ფილმი  “ზღვარი,  რომელიც   თითქმის  „ცარიელი ხელებით“  გადაიღო.  და რომელმაც  ძალიან ბევრი პრიზი მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.
 „არ უნდა გაჩერდე,  უნდა აკეთო თუ გწამს, არავის და არაფერს მიაქციო ყურადღება.  შენი საქმე  აკეთო!  თავდაუზოგავი შრომით, საქმის სიყვარულით როცა აკეთებ, ის რაც გინდა და გიყვარს ყოველთვის გამოვა“, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი  მარიამ ქაცარავა.
ის ძალიან საინტერესო  ბავშვობაზე,  საკუთარ მიღწევებზე  გიამბობთ.

მოგვიყევით როგორი ბავშვი იყავით?
 
დავიბადე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. მამა მევიოლინეა დედა- პიანისტი. შთამომავლობით ყველანი მუსიკოსები არიან. ჩემი დიდი ბაბუა ანდრია ყარაშვილი გახლდათ, რომელმაც პირველმა დააარსა სავიოლინო სკოლა,  ასევე დაწერა ცნობილი კომპოზიციები, ისეთები, როგორიც არის “ისევ შენ და ისევ შენ”, “სამშობლო” და ა.შ… მეც აქედან გამომდინარე დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი ვიოლინოს განხრით.  კარგად გამომდიოდა ეს საქმე, დიდებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას საქალაქო გამოსვლებში.10491228_928457070521807_1462689873366134809_n

 პირველი გამარჯვება.

მონდომებული  ბავშვი ვიყავი . მეზობელმა მირჩია მიმეღო კონკურსში მონაწილეობა და გამომყვა კიდეც . ეს იყო სილამაზის კონკურსი- “საქართველოს ფერია”, სადაც პირველ ადგილზე გავედი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო  მხოლოდ სილამაზის კონკურსი. იგი ითვალისწინებდა  ბავშვის ყველა შესაძლებლობის გამოვლენას.

სიმღერაში წარმატებები გქონდათ.

1993-96 წლებში ვმღეროდი მანანა თოდაძის მუსიკალურ სტუდიაში.  მანანა თოდაძე არჩევდა ნიჭიერ ბავშვებს,  მეც მოვხვდი მათ შორის . თამთა გოდუაძე და კიდევ ბევრი დღეს უკვე საინტერესო სახე სწორედ ამ სტუდიაში მღეროდა ჩემთან ერთად.
1996-2001 ვმღეროდი  ასევე “ჯაზ ქორალში”.  ვმღეროდი ანსამბლ „ივერიაში“, მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილში” (ქეთევანის როლზე).

 სასწავლებლად  დიმიტრი უზნაძის სახელობის სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აირჩიეთ. როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი საქმე არ იყო?

ყველას ეგონა მუსიკოსი გამოვიდოდი. მე  კი ყოველთვის  მსახიობობა მინდოდა. მაგრამ მერე რატომღაც  გადავიფიქრე. რეჟისურაც მინდოდა, მაგრამ იმ დროს მზად არ ვიყავი და ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე. მაშინ ახალი გახსნილი იყო  სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.  ოთხი წელი ვისწავლე.  რთული, მაგრამ  ძალიან საინტერესო იყო სწავლის პროცესი. როდესაც უკვე  დიპლომისთვის პრაქტიკების გავლა  ასათიანზე  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  მომიწია, ძალიან დავითრგუნე, მივხვდი, რომ ეს არ იყო ის სფერო, რომელშიც  მთელი ცხოვრება თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. თუმცა ვთვლი, რომ ამ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია, რადგან იქ მიღებული ცოდნა ახლაც მუდამ მადგება.11014985_928457010521813_7270585907981481634_n

 მუდამ კამერით დადიოდით.

კამერა ყოველთვის მიყვარდა. სწავლის პარარელურად სულ რაღაცას ვიღებდი ,  კამერაშივე ვამონტაჟებდი. პატარ–პატარა კლიპებს ვაკეთებდი. ამიტომ გადავწყვიტე  თეატრალურ უნივერსიტეტში  რომელიმე ფაკულტეტზე გადავსულიყავი . მივედი ბატონ გოგი დოლიძესთან, რომელმაც მითხრა, რომ მეჩვენებინა სცენარი და რისი გაკეთება შემეძლო. როგორც ჩანს ჩემი შესაძლებლობები კარგად დავანახე  და  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტის  მეორე კურსზე,  კახა მელითაურის ჯგუფში გადამიყვანა.  ათი დღე დავდიოდი კახასთან სახლში, რომ კურსს დავწეოდი. იგი ხშირადამბობდა, რომ რეჟისურას ვერ ისწავლი, თუ შინაგანად არ ხარ რეჟისორი. უბრალოდ არსებობდა რაღაც წესები, რომელიც უნდა მესწავლა.  თვლიდა, რომ ასაკთან, გამოცდილებასთან  ერთად  ეს ცოდნა უფრო ღრმავდება.
ათი დღის  შემდეგ  მომცა დავალება, გადამეღო ფილმი პროფესიონალ მსახიობებთან, ოპერატორებთან ერთად. ცოტა შემეშინდა, მაგრამ გამამხნევა  და მითხრა, რომ იქ ყველა დამეხმარებოდა.  ასე გადავიღე პირველი ფილმი რომელსაც ერქვა „ორმო“. ეს იყო თხუთმეტწუთიანი ფილმი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ვიყავით იტალიაში და პრიზებიც ჩამოვიტანეთ. ამის მერე,  ჩემი ნამუშევარი  ბატონმა რეზომ ნახა და  ძალიან მოეწონა.  იმხნად ახალ ფილმზე იწყებდა მუშაობას და  თავის ჯგუფში მიმიწვია. ეს იყო დაუვიწყარი, თუმცა ძალიან რთული პერიოდი. გვიწევდა ორმოცდარვასაათიანი  მუშაობა. ჭამასაც ვერ ვასწრებდით. კახა მელითაურის და თინა მენაბდის თეორიული სწავლების შემდეგ,  სწორედ ბატონ რეზოსთან მივხვდი,  რა არის ფილმზე მუშაობა. მასთან კლასიკას სწავლობ. ეს იყო დიდი სკოლა. გადასაღები მოედანი ეგვიპტეში იყო,  შუა უდაბნოში ეს იყო საოცრება…  ვცხოვრობდით ოაზისში. იდგა მხოლოდ სამი კოტეჯი. ფილმს ერქვა „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“. ბატონ რეზოსთან მუშაობამ  უზარმაზარი გამოცდილება მომცა. მასთან ყველაფერი ვისწავლე.11050_928457050521809_5357566726632893312_n

„ზღვარი“ფილმი,  რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ.

ფილმი  „ზღვარი“ ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“-ს მიხედვით,  ცარიელი ხელებით გადავიღეთ.  დაფიანსება რომ ყოფილყო, ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა. გამზადებული სცენარი კინო-ცენტრში მივიტანე. ვთვლიდი, რომ ჩემი გამოცდილება გათვალისწინებული იქნეობოდა. ბევრს არ ვითხოვდი. სცენარი საერთოდ არავის უნახავს. რადგან დაფინანსებაზე მუდმივად უარს ვიღებდი, გადავწყვიტე შემეკრიბა ჯგუფი, (ეს იყო ძირითადად  ამ სფეროში გამოცდილი სამეგობრო წრე),   მეთქვა ჩემი ჩანაფიქრის შესახებ და დამეწყო გადაღება, როგორც შევძლებდი  ისე. უკვე ვიცოდი ვინ მჭირდებოდა, არავის უარი არ უთქვამს.  ზაფხული იყო, ამანაც  ძალიან  შეგვიწყო ხელი.  შევიკრიბეთ, გავიარეთ ყველაფერი და აპარატურა არ გვაქვს. გამახსენდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი, რომელიც წლები არ მენახა, ვიცოდი რაღაც კომპანია ჰქონდა, მივედი. არაჩვეულებრივი ხალხი აღმოჩნდა. კინოსტუდიამაც უსიტყვოდ გამოგვატანა ის აპარატურა, რაც გვჭირდებოდა.  ვცადეთ და გამოვიდა ის,  რაც გამოვიდა. ფილმი ძირითადად ოთხმა კაცმა ორი განათებით  გადაიღო.  ენთუზიაზმმა გაამართლა. მე ვფიქრობ, უნდა ხდებოდეს ახალგაზრდა რეჟისორების დაფინანსება.  თუ არ გადაიღე, როგორ უნდა ისწავლო კარგი ფილმის გაკეთება.

რა მოიტანა ფილმმა გარდა პოპულარობისა. რა შემოთავაზებები გააჩინა?

საერთაშორისო ფესტივალზე  (ეს იყო რუსეთში) როდესაც გავიტანეთ, სადაც  33 ქვეყანა იყო ჩამოსული, იქ  სპეციალური პრიზიც მივიღე.  იყო ერთი  ბულგარელი, რომლისგანაც მივიღე უდიდესი შეფასება, მან მითხრა ასეთი სიტყვები– „შენ გადაიღებ მსოფლიო კინოს!“   ამის მერე  მისგან  შემოთავაზებაც მივიღე.  დახმარება აღმითქვა თუ გავაკეთებდი კლასიკურ სცენარს. ასევე იყო სერბი  წარმომადგენელი,  რომელიც  კუსტურიცას მეგობარი  და ძალიან სერიოზული რეჟისორია. მანაც  დადებითი შეფასება მისცა  ფილმს. მისგანაც წამოვიდა რაღაც შემოთავაზებები. სერიოზულად დაინტერესდა  რუსეთის კულტურის სამინისტრო.  შევთანხმდით, აქ რომ მოიხსნებოდა ფილმი, უნდა ჩაშვებულიყო მათ კინოგაქირავებაში.  გავაკეთე გახმოვანება, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი შეუშალა პუტინის მიერ გამოცემულმა კანონმა სიგარეტისა და სასმელის აკრძალვის შესახებ. ასეთი კადრები ფილმში მრავლად იყო.  ეს კადრები რომ ამოგვეღო, გამოდიოდა , რომ ფილმი თავიდან უნდა გადაგვეღო და ეს შეთანხმება გაუქმდა.11008404_928454907188690_7276300293010573152_n

კრიტიკა

რაც შეეხება კრიტიკას,  რომელიც ფილმს მოყვა.  სამწუხაროა , რომ საქართველოში რაიმეს დადებითად შეფასება გვიჭირს.  ფილმის მიმართ ზოგის  მხრიდან სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო  დამოკიდებულება გაჩნდა. წერდნენ, ამდენი ფული რაში იხარჯებაო. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არ იკითხეს, რა დაჯდა ფილმის გადაღება. ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები. ასევე სამწუხარო კინოცენტრის მხრიდან წამოსული  კრიტიკა იყო. ამბობდნენ, რომ დრამატურგიულად ცოტა გასამართია . არ ფიქრობდა ეს ხალხი, დაფინანსება რომ ყოფილიყო,  რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა.

რეზო ჩხეიძის  შეფასებამ  ფილმს  ფესტივალისკენ  გზა გაუხსნა.

პირველად, როდესაც გადაღება დავასრულე, ვიფიქრე ვაჩვენებ ბატონ რეზოს, თუ მომცა უფლება ფილმის  ფესტივალებზე გატანის, ხო კარგი, თუ არა და შემოვდებდი თაროზე-მეთქი. ბატონ რეზოს დავურეკე,  მიუხედავად იმისა, რომ ვერ იყო კარგად,  მთხოვა  აუცილებლად მიმეტანა.  ფილმის ნახვის შემდეგ  ცრემლები წამოუვიდა. მან ზუსტად ისე დაინახა  ფილმი,  როგორც მე ვხედავდი. თქვა, რომ ბოლო პერიოდში ასეთი კარგი გადაღებული ქართული ფილმი, არ უნახავს  „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე რაღაც გამიკეთებიაო“– ეს იყო მისი შეფასება. რეზო ჩხეიძის შეფასება და კიდევ რამდენიმე ადამიანის, ჩემთვის  ძალიან ძვირფასია. შენსკენ არიან,  დიდი სიფრთხილით ეკიდებიან შენიშვნებს, გაფასებენ.  მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტე ფილმი ფესტივალზე გამეგზავნა.10997615_928453420522172_3999943471346287057_n

იყო საუბარი იმაზე, თითქოს ანი მხეიძის ოჯახი ითხოვდა რაღაც ჰონორარს, რადგან მისი მოთხრობის  „არჩევანი მე“–ს  მიხედვით გადაიღეთ ეს ფილმი.

ფილმი  „ზღვარი“ გადაღებულია ანა მხეიძის მოთხრობის – „არჩევანი მე“-ს მიხედვით. თავის დროზე, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დაკავშირება ავტორთან, საავტორო უფლების მფლობელთან, რის გამოც ფაქტობრივად მოგვიწია ნებართვის გარეშე ლიტერატურული ნაწარმოები „არჩევანი მე“ -ს ეკარანიზაცია. გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან. გულწრფელად ბოდიშს ვიხდით მემკვიდრის და ანა მხეიძის ოჯახის წინაშე. მაგრამ ის,  რომ ანა მხეიძის მემკვიდრე ელოდებოდა ფილმის დასრულებას და ახლა ითხოვს დიდ თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ჩვენ არ გვქონია რაიმე მატერიალურ სარგებელზე საუბარი. ასევე არც მისი საავტორო უფლებები არ დგას ეჭვქვეშ.

კინოს ბედი საქართველოში.

სამწუხაროა, რომ სულ ერთი და იგივე ხალხს აფინანსებენ. არ ვიცი ასე  რატომ ხდება.  დღეს  ვინც წვალობს და რამეს იღებს, ყველაფერს აკრიტიკებენ. მიზერული თანხით ხდება ფილმების გადაღება. თუ იქნება კეთილი ნება,  ის მიზერული დაფინანსება, რასაც ახალგაზრდა მონდომებული ძალიან ნიჭიერი რეჟისორები ითხოვენ, საქართველოში შეიძლება გადაიღო კარგი ფილმი.

როდის ხვდები, რომ ფილმი შედგა?

კინოს რომ აკეთებ სტატისტიკურად 50 პროცენტს თუ მოეწონა, ესე იგი ფილმი შედგა! ამით თუ ვიხელმძღვანელებთ,   ფილმის „ზღვარი“  მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა ორმოცდაათ  პროცენტზე ბევრად მეტია,  ამიტომ –კინო შედგა!11001886_928453020522212_8078510760132687458_n

წინააღმდეგობა, რომელმაც უფრო მეტად გაგაძლერათ.

თუ შემიძლია, რომ ჩემი ადამიანური რესურსი გამოვიყენო, ყოველთვის შემიძლია გადავლახო  დაბრკოლება. ყველა წინააღმდეგობამ,  რაც ფილმთან დაკავშირებით შემხვდა, შეიძლება  ითქვას, რომ მეტი რწმენა მომცა და  საკუთარ  შესაძლებლობებში კიდევ უფრო დამარწმუნა. იყო რაღაც ცხოვრებისეული წინააღმდეგობებიც,  რამაც მეტად გამაძლიერა.

წარმატების მიღწევის რა საიდუმლოს მიაგენით?

არ უნდა გაჩერდე,  უნდა აკეთო. თუ გწამს, არავის და არაფერს მიაქციო ყურადღება, შენი საქმე აკეთო!  თავდაუზოგავი შრომით, საქმის სიყვარულით, ის რაც გინდა და გიყვარს ყოველთვის გამოვა.

ხმის ჩამწერი სტუდია გაქვთ. როდის გაჩნდა ეს იდეა.

როდესაც  აქტიურად  ვმღეროდი, მაშინ  გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ხმის ჩამწერი სტუდია.  ბაბუაჩემი საზღვარგარეთ ცხოვრობს. იყო საშუალება და გავაკეთეთ. მაშინ ასეთი სტუდია ბევრი არ იყო. ოჯახის  ერთადერთი შემოსავალი სწორედ ეს სტუდიაა.

საუკეთესო რეჟისორი, ვისთანაც იმუშავებდი.

უცხოელებიდან დავესწრებოდი  ფელინის და კიდევ ნიჭიერი რეჟისორების მუშაობის პროცესს , მაგრამ ვისთანაც ვიმუშავებდი, ეს არის რეზო ჩხეიძე.  დიდი გავლენა მაქვს . მისი ფენომენი კიდევ ამოუცნობია. მას საქართველოში კიდევ არ იცნობენ. სხვათაშორის პატრიაქმა თქვა, რომ რეზო დიდი ხელოვანია . მოაგროვეთ ყველა კადრი, რაც კი რეზოს გადაუღიაო …

დამწყებ რეჟისორებს რას ურჩევდით.

ჩვენ დროს უფრო იღებდნენ სტუდენტები  ფილმებს. დაინტერესება მეტი იყო მაშინ, როცა თეატრალურში ერთი კამერა არსებობდა. მუდამ რიგში იყავი, რომ რამე  გადაგეღო . ახლა  ამდენი საშუალებაა და  უნდა გადაიღო! გადაიღონ  ხუთწუთიანი, შვიდ წუთიანი! ოღონდ გადაიღონ, რომ განვვითარდეთ.  ფესტივალზე გასაგზავნად, სამწუხაროდ, ორი ფილმი ძლივს ავარჩიეთ.
ისიც  არის,  რომ  ძველი მსახიობები უსასყიდლოდ მოდიან გულით და სულით შემოთავაზებაზე.  თეატრალურში კი, როლზე არჩევისას, ახალი  თაობა გეკითხება:“ რამდენს იხდით?“ იმასაც არ კითხულობს,  მოგწონს თუ არა შესაბამისი როლისთვის. ახალგაზრდული კინოს განვითარებას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი.11018847_928457020521812_1958903005547273300_n

უახლოესი  გეგმები.

მაქვს გამოშვებული ერთი მუსიკალური ალბომი და  უახლოეს მომავალში ვგეგმავ მეორეს გამოშვებას. მინდა ახალი ფილმი. შესარჩევზე  მაქვს გაგზავნილი ფილმები და ველოდები პასუხს.

რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს.

დიდი მადლობა, რომ არსებობენ. ძალიან სასიხარულოა. ფილმის ჩვენების მერე მათ ყურადღებას და დიდ სიყვარულს ყველგან ვგრძნობთ.
ჩვენს გულშემატკივრებს,  ასევე  ფილმის  ნახვის  მსურველებს, მინდა ვუთხრა , რომ  თორმეტი მარტისთვის  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში     მოეწყობა ფილმის ჩვენება, განხილვა და  შეხვედრა ფილმის გმირებთან, სადაც  დასწრება იქნება უფასო. 

ირმა მირზაშვილი

11021119_928453017188879_8480315652858646588_n

983862_928452993855548_138806570335488747_n

10980702_928453440522170_2088414739033713069_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები