ლუვრის გაძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილი მუზეუმის ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ, საფრანგეთის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Paris Match ავრცელებს. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პირი სასაზღვრო პოლიციამ და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადამ შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავა, რა დროსაც ის ალჟირში გაფრენას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ ძარცვა ერთი კვირის წინ, დღისით მოხდა. მძარცველთა დაჯგუფებამ, რომელიც ადგილობრივი პოლიციის ცნობით ოთხი პირისგან შედგებოდა, ჯამში 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები