დოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს.
დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც “უფალო შემიწყალენ”-ს კითხულობს, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთს მისი თქმა არ სჭირდება, რომ შეიწყალოს.
“რაც ეკლესიას ვიცნობ, მონასტერშია თუ ერშია, ყველა აძლევს ადამიანებს კანონებს. მაგალითად, ერის ადამიანს დილა-საღამოს ლოცვები, ზიარების წინა ლოცვები, მერე პარაკლისები და ამით ხდიან ქრისტიანებს. მე არ მახსოვს, მაგრამ, ერთი 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ. გაგიკვირდებათ, საერთოდ არ წამიკითხავს ლოცვა, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს? მე ღმერთთან ვარ და ვიცი, რომ შემიწყალებს სადაც შესაწყალებელი ვარ. ჩემი ლოცვა არის კითხვა და შემეცნება, ” – განაცხადა არქიმანდრიტმა.
https://www.facebook.com/share/v/16rHZWR2o3/