26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა
1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა მსახიობი ლიკა ქავჟარაძე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით 1978 წელს.
1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. გადაღებულია ფილმებში: „შადრევანი” (1972), „სიყვარული, ივერია და“… (1975), „ნატვრის ხე” (მარიტა, 1976), „პეპელა” (გოგონა, 1977), „დიმიტრი II” (დედოფალი ნანა, 1982), „სპირალი” (ლია რამიშვილი, 1990), „უძინართა მზე” (1992), „მხოლოდ ერთხელ” (ნანა, 1994), „Kaukasische Nacht, Die” (Lit, 1998) და სხვ.
ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. მისი ყველაზე ცნობილი როლი მარიტაა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“.